saqarTvelos mdinareebi - aslanka

ტერიტორიული ერთეულები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
სათავე ბედენის ქედი
შესართავი ხრამი

 

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ხრამის მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს ბედენის მთის მისადგომებიდან. სიგრძე 20 კმ.

მდინარის ძველი სახელია „ტორნე“. XIX საუკუნეში ხეობაში ჩასახლებულმა რუსებმა მდინარეს „ასლანკა“ უწოდეს.

ვახუშტი ბაგრატიონი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ში წერს: „...ერთვის ქციას ჴევი ტორნე, ირაგის ჴეობის მდინარე. გამოსდის ბენდერის მთას, მოდის სამჴრით. არამედ ჴეობა ესე არს ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირ-ფრინვლიანი, მოსავლიანი, გარნა ბენდერის მთის კერძოდ, ვითარცა სხუა მთის ალაგნი.“